“რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება.

„ახლა სიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, უმჯობესდება. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა მუდმივი და დეტალური მონიტორინგის წარმოება და სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, სწრაფი და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 441 108 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 384 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამჟამად კი აქტიური შემთხვევების რაოდენობა 231 101-ს შეადგენს.

მსგავსი თემები