“როიტერის” ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, ჩინური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავების აშშ-ის მიმართულებით ფრენა აკრძალოს.
სააგენტოს ინფორმაციით, აკრძალვა 16 ივნისიდან ამოქმედდება, თუმცა თარიღი შეიძლება შეიცვალოს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ჩინეთის მხრიდან ფრენების აღდგენის თაობაზე მიღებული შეთანხმების დარღვევების საპასუხოდ მიიღო.