ბარსელონის ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს პლაჟზე ასეირნებენ

BBC-ის ინფორმაციით, ბარსელონაში, კლინიკა ჰოსპიტალ დელ მარის პერსონალი კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის კურსის ფარგლებში, ავადმყოფებს სანაპიროზე ასეირნებს.

სათანადოდ ეკიპირებულ მედმუშაკებს პაციენტები პლაჟზე საწოლებით გაჰყავთ. მათი თქმით, ეს გამოჯანმრთელების პროცესს ამარტივებს.

ესპანეთში კოროანვირუსის 239 932 შემთხვევა დადასტურდა, ინფექციას 27 127 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

მსგავსი თემები