გიორგი გახარიას გადადგომის თემა ოპონენტებმა პოზიტიური თემების გადასაფარად მოიგონეს

პოზიტიური თემების გადასაფარად მოგონილია თემა, რომ გახარია მიდის და პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

„ინტენსიურად, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეულია რომელიმე პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა – გახარია არათუ მიდის, არამედ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნისო. ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც, დღეს პარლამენტში იხილება და საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებზე „ნაცმოძრაობის“ პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის, ან თუნდაც იმ ინფორმაციის გადაფარვა, რაც აღელვებდათ და ასეთი სკანდალური განცხადებები ჰქონდათ კონკრეტულ ტელევიზიებს დენდროლოგიური პარკის გახსნაზე, ქუთაისის უნივერსიტეტზე. პოზიტიური თემების გადასაფარად მოგონილია თემა, რომ გახარია მიდის და პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვა, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება, თუ არა გიორგი გახარიას პრემიერობის გარეშე, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება და მმართველი გუნდი თავს სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდებს.

„ჩვენ რა პირობებში ჩავატარებთ საპარლამენტო არჩევნებს, ამის თაობაზე საგანგებო განცხადება გვექნება. დავა იმის თაობაზე, გიორგი ვაშაძე იქნება, გრიგოლ ვაშაძე თუ „ევრონაცებიდან“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასეთ სასაცილო მდგომარეობაში არც ჩვენ ჩავიგდებთ თავს და არც საზოგადოებას ვაკადრებთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები