„ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე“ – მამუკა მდინარაძე

„მხოლოდ კონცენტრირება და  აქცეენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე და ბუნებრივია ამ  ყველაფერს ჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოვიდ -19 იყო ერთგვარი გამოცდა ხელისუფლებისთვის, კრიზისული მენეჯმენტის თვალსაზრისით და ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

„ბუნებრივია, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს და არც ჩვენ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატების ფორმულა იქნება იმაში, რომ დღეს, ოპოძიციაში არ არის მსგავსი ძალაც კი, რომელიც რეალურად და გულწრფელად ზრუნავს მოქალაქეებზე და ამ ქვეყნის განვითარებაზე  და შეუძლია ეს. კოვიდ -19 იყო ერთგვარი გამოცდა ჩვემი ხელისუფლების, თუ რამდენად შეუძლია კრიზისულ სიტუაციებში მართოს ქვეყანა და შეუძლია სწორი გადაწყვეტილებები განახორციელოს ხელისუფლებამ და ეს გამოცდა ჩააბარა ამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩვენმა ხელისუფლებამ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

მსგავსი თემები