„კოვის 19“ – ის მსუბუქი ფორმების მკურნალობა სახლში მოხდება“ – კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი, აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სახლში იმკურნალებენ, მისვე ინფორმაციით ეს მოხდება პირველადი ჯანდაცვის სექტორის მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც იშხნელი ამბობს ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლზე:

„ჩვენი გამოცდილება დღევანდელი და წარმატება არის იმაში, რომ ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რომ  ამ ფორმებს სახლში ვუმკურნალოთ. „კოვიდ 19“ – ის მსუბუქი ფორმების მკურნალობა მოხდება სახლში. სახლის პირობებში ისევე, როგორც მწვავე ვირუსული ინფექციას გავაგრძელებთ მკურნალობას, არის ახალი პროტოკოლი, რომელიც სწრაფად იქნება და თანმიმდევრულად იქნება გათვლილი ყველა აქტივობა.

სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით ჯერ ვემზადებით საჭიროების შესაბამისად, ჩვენ დღემდე მოვახერხეთ ყველა პაციენტის მკურნალობა სტაციონალურად და სახლში მკურნალობის საჭიროება ჯერ არ ყოფილა.

ჩვენ ვთანხმდებით ამ ეტაპზე ყველა იმ ნაბიჯზე, რაც გაიწერება. მსუბუქ ფორმად ითვლება უსიმპტომო მიმდინარეობა, მთლიანდ ინფიცირებულთა 80 – 90 % მიდის მსუბუქად, აქედან გამომდინარე მათი მკურნალობა შესაძლებელია ბინის პირობებში და ამას სჭირდება დალაგება, იქ ყველა ნიუანსი, მკურნალობის ჩამთავრებით გაწერილია და ძირითადად შეასრულებს პირველადი ჯანდაცვის სექტორი,“ – განაცხადა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები