„კოვიდ ვირუსი” სეზონურობას არ ემორჩილება“ – კახა იშხნელი

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი აღნიშნავს, რომ კორონავირუსს მაღალი ტემპერატურა არ კლავს. როგორც მედიკოსმა “მედიაცენტრ მტავარში” განაცხადა, ვირუსი ისეთივე სიხშირით გავრცელდა ცხელ ქვეყნებში, როგორც ჩვეულებრივ ტემპერატურაზე.

„სეზონურობას მაინცდამაინც ეს ვირუსი არ ემორჩილება. არის სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, რომლებიც „ლიდერები“ გახდნენ ვირუსის ზრდის კუთხით, თუმცა, იქ ძალიან ცხელი ჰავაა. ჩვენ, ალბათ, ერთად მოვემზადებით ცხოვრების გასაგრძელებლად, მოვემზადებით იმ ფინალისთვის, რომელსაც დაერქმევა ახალი პრეპარატის შექმნა.

არსებობს გარკვეული მათემატიკური მოდელები, რომლებიც გვაძლევენ გათვლების საშუალებას. ამ დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, პროგნოზი უფრო ოპტიმისტური იქნება, იგივეა სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავარში.“

კახა იშხნელის ინფორმაციით რისკები ტურიზმს უფრო შეიძლება უკავშირდებოდეს.

„შეიძლება უფრო მეტი საფიქრალი იყოს შიდა თუ გარე ტურიზმის გახსნა. უფრო მაღალი რისკი აქ იქნება. თუმცა, ჩვენ დახურულები ვერ ვიქნებით და უნდა მოვახერხოთ გამოცდილების გადატანა რეალურ ცხოვრებაში. იგივე, სოციალური დისტანციის დაცვა, ჰიგიენური წესების დაცვას, სადაც ჩვენს საზოგადოებას პრობლემა რ უნდა ჰქონდეს. სამედიცინო საზოგადოების გამოწვევა არის ის, რომ უნდა მოვემზადოთ ჩვენი ყურადღების კონცენტრირებისთვის,“ – განაცხადა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავრში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები