თბილისში, სავარაუდოდ, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.

ადგილზე სახანძრო სამსახურის ჯგუფები მივიდნენ. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალაშენებულ კორპუსებსა და სავაჭრო სივრცეებში ჩამსხვრეულია შუშები. პერიმეტრი გადაკეტილია როგორც ვაშლიჯვრის, ისე ნუცუბიძის მიმართულებით და მიმდინარეობს მუშაობა. აფეთქევა კაფე “ვერდეს” მიმდებარედ მოხდა. დასავებული გადაყვანილია დამწვრობის ცენტრში.

ადგილობრივები გასგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ასეთ მჭიდრო დასახლებულ უბანში გაზგასამართი სადგური არ უნდა იყოს.

სამართალდამცველებთან შელაპარაკებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ადგილზე ერთი პირი დააკავეს.

მსგავსი თემები