ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა 

ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, Ural Airlines-ის მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, ნაადრევი მშობიარობა, გაფრენის დარბაზში დაეწყო.

მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო.
​მშობიარობის პროცესში ექიმს აეროპორტის პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

მსგავსი თემები