“29 ივნისს, სავარაუდოდ, სამივე მოსმენით იქნება კანონპროექტი მიღებული” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორ უნდა წარიმართოს განხილვის პროცესი.

კობახიძის თქმით, შედგება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატში, სადაც კომისიის წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, წარადგენენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ასევე, გვექნება ინტერაქტიული კომუნიკაციის საშუალება საზოგადოებასთან, მივიღებთ კითხვებს და გავცემთ პასუხებს. სატელევიზიო ფორმატის შეხვედრები გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე, თბილისში და ასევე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება ასეთი შეხვედრა“,- განაცხადა კობახიძემ.

კობაძიძე ვარაუდობს, რომ განხილვის პროცესი ივნისის შუა რიცხვებში, დასრულდება.

„რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 21 ივნისისთვის გავიტანოთ კანონპროექტი პარლამენტში პირველ მოსმენაზე  და 29 ივნისს, სავარაუდოდ, სამივე მოსმენით იქნება კანონპროექტი მიღებული. პირველი განხილვა თბილისში შედგება 4 ივნისს, რაც შეეხება აჭარის მაუწყებელს, სავარაუდოდ 13 ან 14 ივნისს შედგება  განხილვა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები