„მიკროსაფინანსოები და კომერციული ბანკები ისევ არ ასრულებენ პრემიერ გახარია განკარგულებას“ – დავით ჭიჭინაძე

„თუ პარლამენტს ახლაც არ ექნება მკაცრი და ხისტი პოზიცია, მაშინ პირდაპირ ჩავბარდეთ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ, რაღად გვინდა ან მთავრობა, ან კონსტიტუცია, ან საერთოდ სახელმწიფო?!“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა , „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და მიკროსაფინანსოების და კომერციული ბანკების ხელმძღვანელობას პრემიერ გახარიას განკარგულების მორიგ ჯერზე იგნორირებაში ადანაშაულებს.

მიკროსაფინანსოები და კომერციული ბანკები ისევ არ ასრულებენ პრემიერ გახარია განკარგულებას, სესხების  პროცენტების დარიცხვის გადავადების გარეშე.

არადა, პრემიერ-მინისტრმა ორჯერ განაცხადა, რომ მათ, ვისაც შეუწყდათ, ან შეუმცირდათ შემოსავალი, 2020 წლის მარტის შემდეგ, სესხები ჯერ 3 თვით, შემდეგ კიდევ 3 თვით გადაუვადდებოდათ კაპიტალიზაციის გარეშე. ფინანსურმა ინსტიტუტებმა კი, ეს განკარგულება უბრალოდ დააიგნორეს და ადამიანებს გაზრდილი, პროცენტებდარიცხულ გადასახადი წარუდგინეს.

ამის შესახებ მე კონკრეტული ადამიანებისგან ვფლობ ინფორმაციას და წარვუდგენ, როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას“ – განაცხადა ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე.

„ მაშინ როდესაც ადამიანები სახლებში გამოვკეტეთ, მათ დამატებული პროცენტების კი არა, დაგროვილის გადახდა გაუჭირდებათ, მითუმეტეს თვითდასაქმებულებს!

ამიტომ, თუ ჩვენ, პარლამენტი, შესაბამისი კომიტეტი მაინც სასწრაფოდ არ დავაფიქსირებთ ჩვენ მკაცრ, ხისტ პოზიციას იმის თაობაზე, რომ პრემიერ გახარიას განცხადება მორიგ ჯერზეც არ დაჩეს მხოლოდ მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქმულ დაპირებად, მაშინ ან პარლამენტი რად გვინდა, ან მთავრობა, ან კონსტიტუცია, ან სახელმწიფო?! ჩავბარდეთ პირდაპირ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ, ასე კანონზე მაღლა თუ დგანან!

ასევე უმნიშვნოლევანესია შესრულდეს, პრემიერის 27 მაისის განცხადება, როდესაც საპარლამენტო მდივანს დაავალა დარგებთან მიმართებაში შეესწავლა  ვის ეხება ფორს- მაჟორული სიტუაცია. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება რესტორნების, სასტუმროების ბიზნესისთვის და ამ სფეროებში დასაქმებული ათასობით ადამიანისთვის.

ამიტომ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს  მოგიწოდებთ,  დავგეგმოთ შეხვედრა, თუნდაც ეკონომიკის მინისტრთან  ერთად და განვსქზღვროთ, შევათანხმოთ ის  დარგები, რომელსაც ფორს-მაჟორი შეეხება, რადგან თვითონ მთავრობაც კი აღიარებს, რომ სურატი საკამოდ მძიმეა.

ანუ, რომ ფორს-მაჟორი, რაც არსებობდა და  რაც სამოქალაქო  კოდექსითაც და კონსტიტუციითაც განსაზღვრულია,  ავამოქედოთ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუთებთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები