„ჩვენ მივიღებთ 2 000-მდე სტუმარს ღია სივრცეში“ – მცხეთის საუკუნოვანი „სალობიე“ ხვალ იხსნება (ვიდეო)

პანდემიის გადავლის შემდეგ, ხვალიდან, კაფე-ბარები, რესტორნები და ყველა ხმაურიანი და ხალხმრავალი დასასვენებელი სივრცე იხსნება. მათ შორის, ისტორიული და საუკუნოვანი მცხეთის სალობიე, რომელიც არსებობის 53 წლის მანძილზე, პირველად სწორედ პანდემიის გამო დაიხურა.

როგორია სამზადისი მცხეთის სალობიეში, „მედიაცენტრმა მთავარმა“ გადაავლო თვალი. 2 თვეზე მეტი პერიოდით დახურული ყველასთვის საყვარელი ობიექტი სტუმრებს ისევ ძველებური ფასებით უმასპინძლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციამ შეძლო თანამშრომლები შეენარჩუნებინა. როგორც მცხეთის სალობიეს ხელმძღვანელმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ტერიტორია სტუმრებს გამწვანებულ და კომფორტულ ღია სივრცეში უმასპინძლებს და მათ 2 000-მდე სტუმრის მიღება შეუძლიათ.

სიახლეა ისიც, რომ სწორედ ხვალ გაიხსნება ახალი თონე. “სალობიე” სტუმრებს ძველებურად, ტრადიციული ქართული კერძებით უმასპინძლებს.

“მედიაცენტრი მთავარი” სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართულ ბიზნესს.

მსგავსი თემები