ბოლნისში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს „კოვიდ-19“-ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 17 მუშევანიდანა, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება.

მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. სულ სოფელში 574 საკვლევი მასალა იყო აღებული. საერთო ჯამში, ბოლო ორ დღეში 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მუშევანი და გეტა კვლავ ჩაკეტილია.

მსგავსი თემები