„საბურთალოს ახალი კლასტერი“ ნუცუბიძეზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაა

ნუცუბიძის მეორე პლატოზე მდებარე დევნილთა ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი სწორედ ის შენობაა, სადაც ე.წ. საბურთალოს ახალი კლასტერი გაჩნდა. ინფიცირების წყარო ერთ-ერთი ოჯახის წევრია, რომელიც ექთნად მუშაობს.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ პანიკაში ნუ ჩავარდებიან.

„ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 – არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები