“ბოლნისში ყველაზე მეტად კოვიდინფექციის შედეგად სოფელი მუშევანი დაზიანდა” – ამირან გამყრელიძე

“ქვემო ქართლის სამი მუნიციპალიტეტი – ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო საქართველოში ყველაზე მეტად დაზიანდა. ამ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს 260-მდე კოვიდდადებითი შემთხვევა”, – ამის შესახებ, დღეს სოფელ მუშევანში ვიზიტისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქედან ყველაზე დაზიანებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტი.

„თვითონ ბოლნისში კი განსაკუთრებით, სოფელი მუშევანი. რადგან ასეთი დაზიანებულია, გვინდოდა მთელი სოფლის გამოკვლევა მასობრივად, მაგრამ დამყოლობა იყო ცოტა რთული. ბევრი ვიმუშავეთ და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები