მამაუკა ბახტაძე  ბიზნეს დავებზე  სასამართლოში პრობლემებს ხედავს 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სასამართლო სისტემაში გასატარებელ რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ბიზნესთან დაკავშირებული დავის ნაწილში რეფორმებია საჭირო, როსთვისაც, საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატები შეიქმნება.

სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები თითქმის მომზადებულია, რომელიც  პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა. ბახტაძის შეფასებით, სასამართლოსი პრობლემაა საგადასახადოსა და კერო სექტორს შორის არსებული დავებიც.

“საჭიროა ძირეული რეფორმები.  მათ შორის, სასამართლო სისტემაში.  ეკონომიკურ რეფორმას ვერ ექნება ეფექტი, თუ მნიშვნელოვანი  რეფორმა არ განვახორციელეთ. ბიზნესისთვის აუცილებელია, სასამართლო დავებზე  რაც შეიძლება მოკლე დრო იხარჯებოდეს. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ დავები ბიზნეს სუბიექტებს შორის, მე მხედველობაში მაქვს დავები საგადასახადო ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სასამართლო სისტემაში ბიზნეს დავებთან დაკავსირებულ პრობლემებზე „მთავარს“ ბიზნეს ომბუდსმეენიც ესაუბრა. ირაკლი ლექვიმაძის შეფასებით,  პრო-ბიზნესური მიმართულების კუთხით  სასამართლო სისტემა ითხოვს რეფორმირებას.

„არსებობს  ვადებთან და დავების სპეციალიზაციასთან  დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ მგონია, რომ პირველ რიგში, სასამარლოში საჭიროა ბიზნესის წარმოების გამოცდილების მქონე მოსამართლეები და ამ  კუთხით გაძლიერება. სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო ღრმად უნდა იყოს შესწავლილი დავადებიც შემცირებული“, – განუცხადა ბიზნეს ომბუდცმენმა „მთავარს“.

 

მსგავსი თემები