„თქვენ ბიუჯეტს ჭამთ, ბიუჯეტს ხრავთ“ – გახარია-ბოკუჩავას პაექრობა პარლამენტში

„ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა უფრო უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს “ – ასე მიმართა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციას და მათ მიერ დასმული კითხვები დემაგოგად შეაფასა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური  მოძრობის“ დროს მოსახლეობა უფრო იმედიანად იყო.  

„ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთეს მომავლის იმედი. თქვენ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ, სახლში მიაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი. ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ კარგი მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ ბატონო გახარია ჩვენი მომავალი თაობა. ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასდროს დაავიწყებთ ახალგაზრდებს. ასევე, არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველ მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს.  ასევე, არ იმსახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნებად აქციეთ ჩვენი ქვეყანა. არ იმსახურეს კორუმპირებულ მთავრობას. ჩვენს დროს 8%-მდე იყო ეკონომიური ზრდა და ადამიანებს ქონდათ უკეთესი მომავლის იმედი“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.  

მსგავსი თემები