„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის“ – გიორგი გახარია

პრემიერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს გამოჩენილი გონიერებისთვის და თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, ჯერჯერობით პირბადის გარეშე გადაადგილების ფაქტი არ გამოვლენილა. 

„ასევე, მინდა გაგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გონიერებისთვის და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში  პირბადის გარეშე გადაადგილების არც ერთი შემთხვევა  ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის“ – განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები