„მე კარგად მესმის, რომ ამ ციფრების უკან დგას უდიდესი ტრაგიზმით განმსჭვალული ადამიანების ცხოვრება“ – გიორგი გახარია

პრემიერმა პარლამენტში, რამდენიმე წუთის წინ, იმ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში სიღარიბის ნიშნულს ეხება. გახარია აცხადებს, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით სიღარიბე ქვეყანაში შემცირებულია.

„ბოლო წლების განმავლობაში, კერძოდ, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10 – 5% – ით. 2012 წელს სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%, ახლა ეს მაჩვენებელია 19%.  მსოფლიო ბანკის  მონაცემებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ, 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე, შემცირებულია 34, 7 პროცენტიდან 25% – მდე, გარდა ამის გაიზარდა პენსია, პირველი ივლისიდან მიუხედავად კრიზისისა პენსიის ზრდა გაგრძელდება, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის კი ამას უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის 80%.

მე კარგად მესმის, რომ ამ ყველაფრის უკან უმძიმესი ტრაგიზმით განმსჭვალული ადამიანების ცხოვრება დგას, მაგრამ ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი, რომ სიღარიბესთან მიმართებაში შეგვექმნა დადებითი ტენდენცია, „ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები