გიორგი გახარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს რეგლამენტის მკაცრად დაცვა მოსთხოვა

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეული პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში ოპოზიციის კითხვებს პასუხობს. ტრიბუნიდან  გიორგი გახარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და რეგლამენტის მკაცრად დაცვა მოსთხოვა.  

„ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, კანონს, ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ აქ ვდგევართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს. ბატონო თავმჯდომარე, 11 საათი ჩვენ აქ უკვე ვიდექით და მინდა გთხოვოთ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვენ, ელემენტარულად, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ კითხვებს ვუპასუხოთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ საპარლამენტო  ტრიბუნიდან.  

მსგავსი თემები