საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის პოლიციის იზოლატორში თავი მოიკლა

ტრაგედია საბერძნეთში, ქართველმა მამაკაცმა პოლიციის იზოლატორში თავი მოიკლა, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის პოლიციის განყოფილების იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის კაცმა ალექსანდროპოლისის პოლიციის განყოფილებაში თავი მოიკლა.

დაკავებული სასამართლოს წინაშე მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა წარმდგარიყო.

მსგავსი თემები