რეგულაციები, რომლის დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორს მოუწევს, დღეს გახდება ცნობილი

სტანდარტები და რეგულაციები, რომლის დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, დღეს გახდება ცნობილი. დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სპეციალური პრევენციული ღონისძიებები კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან. პრემიერმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ორიენტირებულია როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების ჯანმრთელობის დაცვაზე.

მსგავსი თემები