“ყველა პროექტს ვალით ვაფინანსებთ, ჩვენ კი გვინდა, რომ ეს თანხები ეკონომიკაში ჩავატრიალოთ“ – მინისტრობის კანდიდატი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას განცხადებით,  მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა საქართველოს მოსახლეობის დანაზოგების გაზრდაა. ქობულია არსებულ საპენსიო რეფორმის პაკეტსაც აფასებს და ამბობს, რომ ეს სწორედ ის პაკეტია, რომელიც მსოფლიოში დადებითად მუშაობს.

„საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები გავზარდოთ – რომ ხალხმა მეტი ფული დაზოგოს და ეს ფული ეკონომიკაში ჩავატრიალოთ. დღესდღეობით ჩვენ ყველა პროექტს ვალით ვაფინანსებთ, ჩვენ კი გვინდა, რომ ეს თანხები ეკონომიკაში ჩავატრიალოთ. რაც შეეხება საპენსიო რეფორმასი, ის დღევანდელ პერნსიონერებზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს, რადგანაც,  დღევანდელი პენსიონერები პენსიას ისევე მიირებენ , როგორც აქამდე იღებდნენ. მათ რომ დავეხმაროთ და პენსიები გავუზარდოთ ამისი ერთადერთი გზა ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაა, რომ მეტი ფული უნდა შემოვიტანოთ. საპენსიო რეფორმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაგეგმა, შეესაბამება მსოფლიოში გამოყენებულ პრაქტიკებს, რომლებმაც შედეგი მოიტანა “, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მსგავსი თემები