ინდოეთში 200-ზე მეტი ღამურა მკვდარი იპოვეს – მოსახლეობა პანიკაშია

ინდოეთში, უტარ პრადეშის პროვინციაში 200-ზე მეტი მკვდარი ღამურა იპოვეს, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ადგილობრივები ამ ფაქტს კორონავირუსს უკავშირებენ, რის გამოც სახლიდან აღარ გადიან. ეპიდემიოლოგებმა დახოცილი ფრინველები გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ექსპერტების ნაწილი მომხდარს რეგიონში ჰაერის მაღალ ტემპერატურას უკავშირებს.

მსგავსი თემები