„ბიუჯეტში მილიონ 800 მილიარდი დაგვაკლდება“ – გიორგი გახარია

პრემიერის ინფორმაციით საქართველომ მოახერხა კრიზისი პერიოდში დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკება, როგორც გახარიამ განაცხადა თანხის ათვისება ეტაპობრივად დაიწყო.

„პრობლემა ამ  პანდემიის არის მოთხოვნის და მიწოდების ერთობლივი კრიზისი, ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა იყო ტურიზმი, ეს ის სფეროა, რაც კრიზისის ქვეშ დადგა, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებელი შემცირდება 4 % – ით და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურიზმი მგრძნობიარეა, ამ მდგომარეობით კი 12 მილიონი ტურიზმის მოლოდინში საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოება იყო მომზადებული, დღეს არ იქნება ეს მოთხოვნა.

რეალური მონაცემები შემდეგია: ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები მილიონ 800 მილიარდი, 600 მილიონი ლარით შევამცირებთ ხარჯებს, ეს არის კაპიტალური ხარჯები, რაც მეტნაკლებად ზიანის მომტანი იქნება, 3 მილიარდი ლარი არის საჭირო ქვეყანაში ბიზნესის მხარდასაჭერად.

 საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც კრიზისის დროს სავალუტო ფონდთან მოახერხა მოლაპარაკებების დასრულება და ახალი პროგრამის შეთანხმება, რაც სულ რაღაც ორი –  სამი კვირის განმავლობაში, როგორც ფაქტი დადასტურდა და საქართველოს მთავრობამ მიიღო მხარდაჭერა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, ეს განისაზღვრა მილიარდ 500 მილიონი დოლარის ოდენობით და ამ თანხის გარკვეული რაოდენობის ათვისება უკვე დავიწყეთ,“ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები