„მომხმარებელს ტანსაცმელსა და ფეხსაცმლზე უცვლელ ფასებს ვთავაზობთ“ – „ნავნეს“ განცხადება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები იხსნება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მაღაზიათა ქსელ „ნავნედან“ აცნობეს, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფასების მატებას არ გეგმავენ.

„გავიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, როდესაც კომპანია სრულიად შემოსავლების გარეშე დარჩა. თუმცა მალევე მოვახერხეთ ადაპტირება და როგორც კი ნებადართული გახდა ონლაინ გაყიდვები ჩვენც აქტიურდ ჩავერთეთ ამ პროცესში, რამაც საშუალება მოგვცა  შეგვენარჩუნებინა თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილები. ჩვენი მაღაზიები ამჟამად ნაწილობრივ არის გახსნილი. გაყიდვაშია მხოლოდ  კოსმეტიკა, პარფიუმერია, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია. ორშაბათიდან მაღაზიები სრული დატვირთვით იმუშავებს. ველოდებით უსაფრთხოების სტანდარტების ახალ რეგულაციებს. ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენს მომხმარებელს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე უცვლელ ფასებს ვთავაზობთ“ – აცხადებენ კომპანიაში.   

მსგავსი თემები