„გახარია არის ჯალათი“ – თინა ბოკუჩავა

“ბატონო გახარია კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა სამი თვე და დღემდე საქართველოს არცერთ მოქალაქეს ერთი თეთრი არ შეხვედრია,” – ამ რეპლიკით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას.

ბოკუჩავა თვლის, რომ პრემიერი კითხვებს ვერ პასუხობს, მანვე აღნიშნა, რომ ეპიდემიას, მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგოთ.

„ეპიდემიას მოსახლეობის მხოლოდ 5 % შეხვდა დანაზოგით, რატომ გათვალეთ ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის მხოლოდ 10 % – ზე, როცა 90% შიმშილობს, იმ დროს, როცა ღარიბაშვილი ასიათასობით ლარს ხარჯავს საათებზე. გიორგი გახარია არის ჯალათი, გახარია არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი შემოქმედი, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დაფარავთ.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში.

მსგავსი თემები