„მოქალაქეებს შემოსავალი შეუმცირდებათ ან საერთოდ გაუქრებათ, რადგანაც დაკარგავენ სამსახურს“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში, პარლამენტის ტრიბუნიდან „კოვოდ 19“-ით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალზე  საუბრობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის გრძელვადიანი კრიზისი, რომელიც მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახება.

„ეს არის გრძელვადიანი კრიზისი. მოქალაქეებს შემოსავლები შეუმცირდებათ ან საერთოდ გაუქრებათ, რადგან დაკარგავენ სამსახურს. ჩვენი დახმარება ეხება  ნაწილობრივ მოქალაქეს და ნაწილობრივ კომპანიას იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ შეძლებისდაგვარად.  ასევე, კონკრეტული დახმარება კომპანიებისთვის, რომ კომპანიები გადავარჩინოთ კრიზისის პერიოდში. მე არ ვამბობ, რომ ეს არის პოსტკრიზისულ პერიოდში. პოსტ კრიზისული გეგმა ეს არის ზღვა ისტორია. დღეს თუ ვინმე საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, მათ საერთოდ არაფერი გაეგებათ ეკონომიკაში.   პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბარი დღეს საერთოდ უპასუხისმგებლობაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები