რა სკანდალი მოუწყო ნელი დოროყაშვილმა ბასილაშვილს ამერიკაში ჩემპიონატის წინ?!

  •  

„2019 წელს, როცა ნიკოლოზს ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, იქ კონსპირაციულად ჩავიდა ქალბატონი ნელი, ნიკოლოზიც მეგობრის მეუღლის დახმარებით გაიარა აკრედიტაცია და მოაწყო სკანდალი“ – აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველი ირმა ჭკადუა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მოწყობილი სკანდალის გამო, ბასილაშვილმა ჩემპიონატი წააგო და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ნელი დოროყაშვილი შანტაჟის რეჟიმში ამყოფებდა მეუღლეს.

„ნელი დოროყაშვილი, ამერიკაში როცა ჩავიდა, შევიდა დასასვენებელ სივრცეში, სანამ სპორტსმენები გადიან კორტებზე და იქ მოუწყო სკანდალი. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და გარკვეულ ქონებას ითხოვდა. იმდენად გამოიყვანა მდგომარეობიდან ნიკოლოზი, რომელიც უნდა გასულიყო თამაშზე, ამაში ჩაერთო ორგანიზატორები და ქალბატონ ნელი გაუუქმეს აკრედიტაცია. მან ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით  დატოვა აშშ. ამ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მუდმივად, ბოლო პერიოდში, დაკავებული იყო დაეკმაყოფილებინა ნეკა დოროყაშვილის კაპრიზები.  გარდა ამისა, ყველა ჩემპიონატის წინ ცდილობდა გამოეყვანა წყობილებიდან და ეს ჩემპიონატი მან წააგო. ასევე, რეალურად ბასილაშვილი მუდმივად იმყოფებოდა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, რაც აისახა მის თამაშებზეც. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა მას, ის რეიტინგი შეენარჩუნებინა, რომელიც ამ წუთისთვის აქვს“ – განაცხადა ირმა ჭკადუამ.  

მსგავსი თემები