“საქართველოში ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა დავიწყოთ” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

“საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია ეკონომიკური აქტივობების ნელ-ნელა დაწყების საშუალებას იძლევა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია საქართველოში არის დამაკმაყოფილებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 0,59%. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ ეკონომიკური აქტივობები და უფრო მასშტაბური გავხადოთ ის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები