ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს

“რადგანაც ეს თემა სპეკულაციის საგანი გახდა, თურმე, ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თანხას იმიტომ უხდის, რომ რაღაცაზე დადუმდეს და რაღაცაზე გაჩუმების სანაცვლოდ უხდის, ჩვენ შევწყვიტავთ ყველაფრის გადახდას. თუ ვინმეს რამე სათქმელი აქვს, თუ ვინმეს რამე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს”, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა. 

მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეძენილი ქონებიდან ყოფილ ცოლს იმაზე მეტი მისცა, ვიდრე ეკუთვნოდა.

“ნიკამ თანაცხოვრებისას შეძენილი ქონებიდან ყოფილ ცოლს იმაზე მეტი მისცა, ვიდრე ეკუთვნოდა, დაახლოებით, 70% მისცა მათი საერთო შეძენილი ქონებიდან. მეტი არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და არანაირ 100 000 არ უხდის არც თვეში და არც წელში გარდა, ალიმენტისა“, – აცხადებს ჭკადუა.

მსგავსი თემები