დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

მერის თქმითვე, ტრანსპორტის ამუშავებისთვის მერიაში სრული მზადყოფნაა, თუმცა ეპიდიემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ელოდებიან. 

„ზუსტი თარიღი უცნობია. ჩვენ ეგ ინფორმაცია არ გვაქვს. ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დავსვი, რადგან საზოგადოებაში ძალიან დიდი მოთხოვნაა. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა იხელმძღვანელოს.

ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები მზადყოფნაშია არიან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას. დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ველოდებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას სავარაუდოდ ივნისის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები