„ახლა, თურმე, ეს 100 ათასი ლარი აღარ ჰყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია“ – მეცოსოპრანო

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, მსოფლიო ვარსკვლავი, მეცოსოპრანო თამარ ივერი ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს და აცხადებს, რომ ძალადობის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს ყველაფერი გამოძალვას უფრო გაქვს, ვიდრე მართლაც ძალადობას.  

„ახლა, თურმე, ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია. თავად მისულა “მსხვერპლი” მოძალადესთან სახლში(!), მორიგ ჯერზე კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ… ჩემს წინაშე უსუსური “ნაძალადევი” გოგონა კი არა…. კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი “პროვოკატორშა” წამოისახა!!! და მას ეს “ძალადობა”იგრძნობა რომ… ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა.  მწარე ენით, შენი ცხოვრების ჭრილობაზე და საიდუმლოზე გამუდმებით მარილის ყრით და კარიერის დანგრევის მუქარით კი ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას არამცთუ ადამიანს!! და უკაცრავად, ადამიანზე მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად?… ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს!! მისი მსოფლიო კარიერა კი იაფფასიანი ფულს და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არანაირად არ დაინგრევა!!!“ – წერს თამარ ივერი.

მსგავსი თემები