„არჩევნებში დამოუკიდებლად წავალთ, „ოცნებათან“ თანამშრომლობა შეგვიძლია განვიხილოთ მხოლოდ პარლამანტში“ – ზვიად ძიძიგური

საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული“ პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ძიძიგური თვლის, რომ პარტიას მხარდამჭერთა რესურსი აქვს.

„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობასთან დაკავშირებით, რეგიონი არაა დარჩენილი, სადაც აქტივობები არ გვაქვს, ჩავატარებთ დამოუკიდებელ საარჩევნო კამპანიას.  ჩვენ ამ არჩევნებში ვაპირებთ წარვდგეთ „კონსერვატიული“ ღირებულებების წარმოსაჩენად და დასაცავად, მე ვთვლით, რომ ამ ლიბერალური შემოტევების ფონზე აუცილებელია „კონსერვატიული“ პარტია არსებობდეს პარლამენტში.

დამოუკიდებლად ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, რაც შეეძლება „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, ეს შეგვიძლია განვიხილოთ მხოლოდ პარლამენტში მისვლის შემდეგ, მანამდე ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და მოსახლეობასაც და ჩვენს თავსაც უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი პარტია წარმოდგენილი იქნება პარლამენტში,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები