„თუ უმრავლესობა ისევ არ ამბოხდება, საკონსტიტუციო ცვლილებები გავა“ – ზვიად ძიძიგური (ვიდეო)

„თუკი არ ამბოხდებიან უმრავლესობაში მაჟორიტარები, თუკი დამოუკიდებელი დეპუტატები დაუჭერენ მხარს, მაშინ ეს საკონსტიტუციო ცვლილება გავა,“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ძიძიგური „კონსერვატორების“ სახელით აცხადებს, რომ მხარს დაუჭერენ ცვლილებებს, თუმცა „სიურპრიზებსაც“ არ გამორიცხავს.

„თუკი უმრავლესობიდან გასული დეპუტატები დაუჭერენ მხარს ამ ცვლილებას და დამოუკიდებელი დეპუტატებიც, თუკი არ ამბოხდებიან მაჟორიტარები ეს ცვლილება გავა, მე შემიძლია ვთქვა, რომ „კონსერვატორები“ დავუჭერთ მხარს, მაგრამ სხვის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. არსებობს იმის რესურსი, რომ ოპოზიციის გარეშე იქნეს მიღებული ეს საკონსტიტუციო ცვლილება. მე არ ვიცი უმრავლესობიდან გასული ყველა დეპუტატის აზრი არის თუ არა ერთგვაროვანი, ასევე არ ვიცი რა სიურპრიზი შეიძლება მოხდეს, იმდენად მოულოდნელი იყო ჩავარდნა იმ ფონზე, როცა ჩვენს გაეროს ტრიბუნიდან ველაპარაკეთ მსოფლიოს, რომ გადავდგით ეს ნაბიჯი, და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ ამის შემდეგ გარანტირებულად აღარ შემიძლია ვთქვა გავა თუ არა ეს საკონსტიტუციო ცვლილება,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები