უკრაინიდან გამოწვეულ ელჩს, საგარეო უწყებაში ელოდებიან

ორკვირიანი კარანტინის შემდეგ, უკრაინიდან ჩამოსული ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, საგარეო უწყებაში მივა. შარაშენიძე, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა.

„უკრაინაში საქართველოს ელჩი უკვე ჩამოვიდა, ორკვირიანი კარანტინი უსრულდება ორშაბათს და არის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული. ჩვენ გავივლით ყველა დეტალს, მათ შორის ყველა ძირითად საკითხზე რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან და ჩვენს ურთიერთობებთან სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მიმართებაში. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვაგრძელებთ უკრაინასთან სტრატეგიულ ურთიერთობას და ეს გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა იმ სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა და გვჭირდება ანალიზი თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობა,“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი თემები