სომხეთში 96 წლის კაცმა COVID19 დაამარცხა

“სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში 96 წლის კაცმა COVID19 დაამარცხა”, – ამის შესახებ რუსული მედია კლინიკის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით წერს.

მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

„ის ჩვენს კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს და სხვა დაავადებები არ ჰქონდა“, – აცხადებს კლინიკის პრეს-სამსახური.

მისი თქმით, პაციენტი აცხადებს, რომ მკერდში 20 წლის კაცის გული აქვს.

მსგავსი თემები