იქნება თუ არა „კოვიდ 19“-ის ვაქცინა სავალდებულო – პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“

 „რეალისტები უნდა ვიყოთ. როცა ვაქცინა შეიქმნება, ჯერ თავიანთთვის ექნებათ და მერე სხვისთვის“ –  პაატა იმნაძე აცრების სავალდებულოობაზე „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა.

„კოვიდ 19“-ის ვაქცინის სავალდებულოობა სოციალური მედიაში განხილვის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. როგორც ინტერვიუში  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, აცრები ჯერ არ შექმნილა და როცა შეიქმნება, მასზე ისეთი მოთხოვნა იქნება, ვერავინ ვერავის ვერაფერს დააძალებს.  

„ბევრი ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს. ვნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება შექმნილი ვაქცინა. აცრა, რა თქმა უნდა, სავალდებულო არ იქნება, ახალი ვაქცინა ჯერ გამომშვებ ქვეყნებში გაივლის აპრობაციას და შემდეგ უკვე ჩვენც გვექნება მისი შემოტანის შესაძლებლობა. ეს ვაქცინა ჯერ არ არსებობს და რატომ ეშინიათ ვერ გავიგე. სავალდებულო კი არა, ნეტა ვისთვისაც საჭიროა იმას შეხვდეს. რომელ სავალდებულოობაზეა საუბარი? როგორ წარმოგიდგენიათ, დედამიწაზე რამდენი ადამიანი ცხოვრობს, როცა ვაქცინებს გამოუშვებენ ის ყველასთვის იქნება ხელმისწავდომი? ჯერ ხომ იმ ქვეყნებში იქნება, ვინც თავად გამოუშვებს. მარტივია, ჯერ ხომ სხვას არ მისცემენ და მერე დაიტოვებენ თავიანთთვის? ჯერ თავის მოსახლეობას დააკმაყოფილებენ. ჯერ არც შექმნია, როცა შეიქმნებ, რეალისტები უნდა ვიყოთ, ჯერ თავიანთთვის ექნებათ და მერე სხვისთვის“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიას 25 მაისს შემოგთავაზებთ.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, ბმულის და წყაროს მითიღება აუცილებელია.        

ე სრულ ვერსიას 25 მაისს შემოგთავაზებთ.

მსგავსი თემები