აშშ ჯანმოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა კორონავირუსის აფეთქების წყაროს დადგენაზე

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა კორონავირუსის აფეთქების წყაროს გამოძიებაზე. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის მოადგილის, ბრეტ გიროირის ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოსთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპა ჯანმოს გენერალური დირექტორისთვის 18 მაისს მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ დროის გაფლანგვა არ შეიძლება და ჯანმომ რეფორმების გატარება უნდა დაიწყოს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ამგვარი პანდემია აღარასოდეს განმეორდეს“, – ნათქვამია აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის მოადგილის წერილში.

მისივე თქმით, აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი გამოძიება ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად კონსულტაციების გზით.

„ამგვარი გამოძიება უზრუნველყოფს ვირუსის წყაროსა და მოვლენების განვითარების გრაფიკის გაგებასა და იმას, თუ რა რეაგირება მოახდინა ჯანმომ კორონავირუსის პანდემიაზე“, – დასძინა აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის მოადგილემ.

18 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას შეუწყეტს, თუ ის 30 დღის განმავლობაში თავის სტრუქტურას არ შეცვლის.

მსგავსი თემები