პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია ყველა მგზავრი

პაკისტანის ეროვნული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. შედეგად თვითმფრინავის ეკიპაჟი და ყველა მგზავრი გარდაიცვალა. ამის შესახებ Associated Press წერს.

თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და სულ მცირე 5 სახლი გაანადგურა, ამიტომ შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ბორტზე 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.

მსგავსი თემები