დონალდ ტრამპი ჩინეთს აშშ-სა და ევროპაზე დეზინფორმაციულ შეტევაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი ჩინეთს აშშ-სა და ევროპაზე დეზინფორმაციულ შეტევაში სდებს ბრალს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი ვირუსის მსოფლიოში გავრცელებაში.

„ჩინეთი სასოწარკვეთილი ცდილობს, აირიდოს თავიდან პასუხისმგებლობა იმ ტკივილსა და სასაკლაოზე, რომელიც მათმა ქვეყანამ გაავრცელა მთელ მსოფლიოში. ჩინეთის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული შეტევა აშშ-სა და ევროპაზე სამარცხვინოა. ეს ყველაფერი ზევიდან მოდის. მათ შეეძლოთ, ეს ჭირის იოლად შეეჩერებინათ, მაგრამ არ გააკეთეს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მისი ოპონენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი და მას ჩინეთთან კავშირში დასდო ბრალი.

„ჩინეთი მასობრივ დეფინფორმაციულ კამპანიას ატარებს, რადგან სასოწარკვეთით სურს, რომ მძინარე ჯო ბაიდენმა მოიგოს საპრეზიდენტო რბოლა, რათა მათ ერთად გააგრძელონ აშშ-ის ძარცვა, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ, სანამ მე არ გამოვჩნდი“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები