ამერიკელმა მეცნიერებმა ვირუსების პრევენციისთვის ახალი ტიპის პირბადე შექმნეს

ინდიანას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ისეთი მატერიისგან შექმნეს პირბადე, რომელსაც დანოტივების შემთხვევში ელექტრონული ძაბვის გენერირება შეუძლია. სამეცნიერო კვლევა ვებგვერდ ChemRxiv-ზე გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა ახსნეს, რომ ბევრი ვირუსი ადამიანის სხეულს ელექტროსტატიკური ზემოქმედების შედეგად ეკრობა. ორგანიზმში შესაღწევად, ვირუსების სტრუქტურამ სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს. ახალი ტიპის სამედიცინო პირბადესთან კონტაქტის შედეგად ეს სტრუქტურა იშლება, რაც უცხო ელემენტების კვდომას იწვევს.

სპეციალისტების მიერ ადრეული გამოკვლევის თანახმად, ნიღაბი შეიძლება გაკეთდეს პოლიესტერის ქსოვილისგან. ამ მასალაზე ხდება ვერცხლისა და თუთიის წერტილების დატანა, რასაც შეუძლია ტენიანობის მოპოვებისას ელექტროენერგიის წარმოება.

ამჟამად, ახალი ნიმუშის ქსოვილი შესახვევ მასალად გამოიყენება მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ისინი ელოდებიან აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის თანხმობას, რომ COVID-19 თან საბრძოლველად ახალი ტიპის ნიღაბი წარმოებაში ჩაუშვან.

მსგავსი თემები