“იმედია, კრიზისის შემდეგ გაგვიჩნდება ახალი აღქმა დემოკრატიის მნიშვნელობის შესახებ” – ამერიკის ელჩი

აშშ – ს ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოსა და ასშ – ს ურთიერთობაზე ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის პირობებშია და ყველა ერთად უნდა შეეცადოს კრიზისის დაძლევას.  ვფიქრობ, ჩვენ ისევ ვიმყოფებით პანდემიის პირობებში და საჭიროა ფოკუსი გვქონდეს ვირუსის გავრცელების შეჩერებაზე.

ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე, ვხსნით ჩვენს ეკონომიკას, ხდება ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და ადამიანები უბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს. ეს უნდა იყოს ჩვენი ყურადღების საგანი ახლა და ეს მოითხოვს ყველას ჩართულობას. ჩვენ, როგორც ექიმმა გამყრელიძემ თქვა, ჯერ არ დაგვიმარცხებია ეს ვირუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება NCDC-ისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა დავრჩეთ ჯანმრთელად და უსაფრთხოდ.

ვფიქრობ, ბევრი რამაა, რისი ერთად გაკეთებაც შეგვიძლია ეკონომიკის სტიმულირებისთვის და როდესაც ადამიანები ნახავენ ეკონომიკურ წინსვლას, ვფიქრობ, მათ გაუჩნდებათ ნდობა ხელისუფლებისადმი და დემოკრატიული პროცესისადმი და მოუნდებათ, რომ ჩაერთონ ამ პროცესში. ვფიქრობ, წელს საქართველოს აქვს ბრწყინვალე შანსი საპარლამენტო არჩვნებით, რომ მოქალაქეები დემოკრატიულ პროცესში ისე ჩაერთონ, როგორც აქამდე, შესაძლოა, არასდროს ჩართულან, რომ მათ ცხადად აჩვენონ კანდიდატებსა და პარტიებს, რა სურთ იხილონ ხელისუფლებისგან, სულ ესაა დემოკრატია. ამიტომაც, მე დიდი იმედი მაქვს, რომ კორონავირუსის კრიზისის შემდეგ, ჩვენ გაგვიჩნდება განახლებული აღქმა დემოკრატიის მნიშვნელობისა და დემოკრატიულ პროცესში მოქალაქეების ჩართულობის შესახებ,“ – განაცხადა ელჩმა.

 

მსგავსი თემები