“11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისის ორ სოფელს, 2 კი საკარანტინე სივრცეს უკავშირდება” – მარინა ეზუგბაია

  •  

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 11-დან 9 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.

“24 საათში დაგვემატა 11 შემთხვევა და ამჟამად არის 713 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანრთელებული 19 დაგვემატა და გვყავს 475. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 226 პაციენტი. 11 ახალი შემთხვევიდან ყველა ცნობილი წყაროა, 9 არის ბოლნისის ორი სოფლიდან – გეტა და მუშევანი, ესენი არიან არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, 2 შემთხვევა არის საკარანტინე სივრციდან, თვითიზოლაციაში მყოფი ორი პაციენტი. ამ 11-დან ჩვენთან ახალი პაციენტი არ მოთავსებულა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას განმარტებით, კვლავ 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ. “გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი, გუშინ 3 გამოჯანმრთელებული გაეწერა. მძიმე პაციენტის სპექტრი არ შეცვლილა, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, ის კრიტიკული პაციენტი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო პროგნოზულად არაკეთილსაიმედო, უკვე რამდენიმე დღეა მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია და ყოველდღიურად უმნიშვნელო, მაგრამ გაუმჯობესება შეინიშნება, ალბათ, პროგნოზზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კეთილსაიმედო უნდა იყოს, მაგრამ დაველოდოთ კვკლავ მოვლენებს. მეორე პაციენტი ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მისი მდგომარეობა არასტაბილურია, მას უტარდება მკურნალობა ყველა მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ დაემორჩილება მკურნალობას, პროგრესირება აღარ გამოვლენდება და მასთან გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები

4 Thoughts to ““11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისის ორ სოფელს, 2 კი საკარანტინე სივრცეს უკავშირდება” – მარინა ეზუგბაია”

  1. I simply want to mention I am just new to blogging and site-building and really loved your web blog. Probably I’m likely to bookmark your blog post . You actually come with beneficial articles. Regards for revealing your webpage.

  2. I just want to mention I am newbie to blogging and site-building and absolutely loved you’re website. More than likely I’m likely to bookmark your site . You surely have wonderful stories. Kudos for revealing your website.

  3. Thanks for the auspicious writeup. It in fact was a enjoyment account it. Glance complex to far added agreeable from you! By the way, how could we communicate?

  4. japanese rolex swiss replica watches.