“ჩვენს რეალობაში ყველაზე დიდი ეპიდემია „ნაციონალური მოძრაობაა“ – დავით მათიკაშვილი

“თქვენთვის, თქვენს პარტიულ ინტერესზე მაღლა არაფერი დგას; არც ადამიანთა სიცოცხლე და არც ჯანმრთელობა. თქვენთვის ერთადერთი კრიტერიუმია წინასაარჩევნოდ პარტიული ქულების დაწერა”, – ასე მიმართა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი დიდი ეპიდემია გამოიარა. ეს ეპიდემია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა. ამას 2012 წელს საქართველომ და ქართველმა ხალხმა შესაბამისი განაჩენი გამოუტანა. კოვიდეპიდემიამ საქართველოში 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ – ასობით ადამიანი, ათასობით დასახიჩრდა, საქართველოს ტერიტორიის 1/3 დაიკარგა და დღეს ამ პოლიტიკურ ძალას სურს, ყოველგვარი სინანულის გარეშე, გადაიაროს ეს ყველაფერი. აქეთ გვასწავლის ჭკუას, აქეთ ეუბნება ხელისუფლებას, როგორ მოიქცეს. სინამდვილეში, ჩვენს რეალობაში, ყველაზე დიდი ეპიდემია „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საპასუხოდ, რომან გოცირიძემ დავით მათიკაშვილი ადამიან-ვირუსად მოიხსენია.

მსგავსი თემები