„გრიპთან ერთად „კორონავირუსის“ არსებობა დამღუპველი იქნება“ – ივანე ჩხაიძე

თსსუ“-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა განვითარდეს ქვეყანაში ნოემბრის დადგომასთან ერთად. პროფესორის განმარტებით კორონავირუსის თანაარსებობა სხვა ვირუსებთან პაციენტზე შესაძლოა ლეტალურად აისახოს.

„გრიპის სეზონის მატება საქართველოში იწყება ნოემბერში და მთავრდება მარტის ბოლოს, გრიპის ვირუსუს შემხთვევები იქნება ის, რაც დაამძიმებს მდგომარეობას. ორი ვირუსის თანაარსებობა იქნება გაცილებით მძიმე, ვიდრე ერთი გრიპის და ცალკე კორონავირუსის არსებობა. ერთი, ეს არის სამედიცინო სექტორის დატვირთვა და მეორე ის, რომ კორონავირუსთან ერთად სხვა ვირუსის არსებობა პაციენტისთვის იქნება მძიმე გადასატანი. გრიპთან ერთად „კორონავირუსის“ არსებობა დამღუპველი იქნება,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები