“კოვიდ 19”-ის მეორე და მესამე ტალღა აუცილებლად იქნება. როგორია ინფექციის ეტაპები – პროფესორი „მედიაცენტრ მთავარში“

“ხაზგასმით ვამბობ, რომ დღეისათვის არ არსებობს არცერთი ექსპერტი, რომელიც უარყოფს მეორე და მესამე ტალღის შესაძლებლობას”, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პროფესორი ახალი ტალღების სცენარებსა და სეზონებზე საუბრობს. ჩხაიძის ინფორმაციით, მსოფლიოში დღემდე არსებულ პანდემიებს ჰქონდა განმეორების რამდენიმე ანალოგი.

„რამდენიმე სცენარი არსებობს სიტუაციის განვითარების, სამი სცენარი განიხილება ყველაზე ხშირად. არსებული ტალღა არის ყველაზე მაღალი და შემდეგ, მომდევნო 18, 24 თვე. ეს არ ეხება მოკლევადიან პერიოდს, ეს ეხება საშუალოდ ორწლიან პერიოდს, როდესაც ვაფიქსირებთ ახალი “კორონავირუსის” არსებობას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ ვირუსის ჩვენს ქვეყნებში არსებობისთვის. ყველაზე კარგი სცენარი გახლავთ ის, რომ პირველი იყო ყველაზე დიდი ტალღა. შემდგომი იქნება შემოდგომა –  ზამთრის პერიოდში. მეორე სცენარით, მეორე ტალღა შესაძლოა იყოს უფრო რთული. ამის უკან დგას 2009 – 2010 წლის პანდემია, როდესაც იყო მეორე ტალღა და პანდემიის პირველ წელს გარდაიცვალა 30 – მდე ადამიანი, მომდევნო წლებში კი მეტი და მესამე სცენარი ისაა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება “კორონავირუსის” შემთხვევების დაბალი ინტენსივობა“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიავენტრ მთავარში.“

პროფესორი მოსაზრებას იმ მაგალითებით ამყარებს, რაც მსოფლიოში სამედიცინო გამოცდილების თვალსაზრისით არსებობს. ივანე ჩხეიძე პანდემიების სხვა შემთხვევებთან ავლებს პარალელს და აღნიშნავს, რომ ყველა მათგანს გავრცელების რამდენიმე ტალღა ყველა ახასიათებს.

„ყველა უნდა ველოდოთ მეორე და მესამე ტალღის გავრცელებას. არ უნდა ჩათვალოს მოსახლეობამ, რომ კორნავირუსი აღარ დაბრუნდება. ყველა რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი და სიტყვა, რომ ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად კვლავ აქტუალურია. პრაქტიკულად, უნდა ჩავთვალოთ, რომ რამდენიმე თვე იქნება შედარებით წყნარი, მაგრამ ნოემბრიდან უნდა ველოდოთ ამ შემთხვევბის კიდევ უფრო მატებას,“- განაცხადა ივანე ჩხეაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები