14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წაეყენა

საქართველოს პროკურატყრა განცხადებას ავრცელებს.

„ბ.ი.-ს ბრალდება წარუდგინა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეში ბ.ი.-მ 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. სამართალდამცველებმა ბ.ი. 2019 წლის 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 11 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები