ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა

ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა. ოთხი სოფელი გეტადან, ხოლო ორი სოფელი მუშევანიდანაა.

ამ ორივე დასახლებაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

სოფელ გეტას კლასტერთან ამ დროისთვის 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სოფელ გეტაში ზომები 15 მაისიდან გამკაცრდა.

ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე 145 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები