ლისის ტბაზე ნაძვები გადახმა

ლისის ტბის ირგვლივ, ორივე, მარჯვენა და მარცხენა ფერდობზე ნაძვები გამხმარია. მთელ პერიმეტრზე, მწვანე ნაძვების ნაცვლად, გამხმარ ხეებს ნახავთ. ანალოგიური პრობლემა “ლისის ტბაზე” გასულ წელსაც იყო, თუმცა, არა იმ მასშტაბით, როგორც დღეს. გასულ წელს, მხოლოდ ერთ ფერდობზე, გარკვეულ პერიმეტრზე იყო ნაძვები გამხმარი, წელს კი ეს მასიურია.

ფოტოები “მედიაცენტრი მთავარის” ჟურნალისტმა დღეს გადაიღო. დამსვენებლები წუხან და ყველას თვალში ხვდება გადამხმარი ნაძვები.          

მსგავსი თემები